საქართველოს ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლიდან ვიგებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში ოპტიმიზაციის შედეგად 240 მილიონი ლარი დაიზოგა. საუბარია ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციაზე.
როგორც სახელმწიფო საწარმოში განმარტავენ, ოპტიმიზაცია შეეხო:
- ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტი – დაახლოებით 111 მილიონი ლარი:
- ქვესადგური „ურბნისის“ მშენებლობა – დაახლოებით 20 მილიონი ლარი;
- ელექტროგადამცემი ხაზების: „წყალტუბო-ახალციხე“, „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობა – 25 მილიონ ლარზე მეტი;
- „ლაჯანური-წყალტუბოს“ პროექტის ცვლილება – 16 მილიონ ლარამდე;
- ქვესადგური „იდლიანის“ მშენებლობა – 5 მილიონ ლარამდე;
- ელექტროგადამცემი ხაზი „სტორის“ მშენებლობა – 8 მილიონ ლარზე მეტი.