საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ დოლარი, ლარზე ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად გაყიდა.

„წლის 2 ივნისს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 17.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ბაზრისთვის შეთავაზებული 40 მლნ აშშ დოლარიდან, სავარაუდოდ ლარზე ერთჯერადი ზეწოლის გასანეიტრალებლად. ეს იყო პირველი სავალუტო ინტერვენცია გაყიდვის მიმართულებით 2023 წელს“, - აცხადებენ Galt&Taggart-ში.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 765.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მაისის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.