წამყვანმა შვეიცარიულმა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაSymbiotics-მა, ემბისი მიკრობანკს 4 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის საფუძველზე, აღნიშნული ფულადი რესურსი არაუზრუნველყოფილია.

ემბისისა და Symbiotics-ს შორის თანამშრომლობა 2019 წელსდაიწყო. 6 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 30 მლნ-ს აჭარბებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ემბისის მაღალ სანდოობას, ფინანსურ გამჭვირვალობასა და მდგრადი განვითარების ტემპს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

მოზიდული 4 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება კომპანიის საკრედიტო პორტფელის ზრდას. აღნიშნული რესურსი ემბისის საშუალებას მისცემს, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას - შექმნას ახალი ფინანსური შესაძლებლობები და საკრედიტო პროდუქტები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

გია პეტრიაშვილი, ემბისის გენერალური დირექტორი:

„ემბისისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლებთან დაპარტნიორებთან გრძელვადიანი და გამჭვირვალეურთიერთობა. Symbiotics-ი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. კომპანიასთან მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ჩვენი ხედვები და მიზნები ერთმანეთთან შესაბამისობაშია - ორივე მხარე ორიენტირებული ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე.“

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საინვესტიციო ბაზარზე Symbiotics-ის ავტორიტეტს მისი მრავალწლიანი გამოცდილება განაპირობებს - კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში 600-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციას ემსახურება.