საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი. 

NBA-ის ლეგენდა დუაიტ ჰოვარდი 10 ოქტომბერს პირველად ჩაიცვამს Black Fortress-ის ფორმას და თავის პირველ მატჩს ითამაშებს ახალ გუნდში.

ეს დებიუტი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის ფარგლებშიც გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველად იხილონ NBA-ის ვარსკვლავი მოედანზე.

სპორტული ღონისძიება მაყურებელს სრულფასოვან სანახაობას ჰპირდება: მატჩამდე გაიმართება Pre-Game შოუ, შესვენებისას კი Half-time შოუ. დამსწრეებს ასევე ელოდებათ გრანდიოზული გათამაშებები და მრავალი სიურპრიზი

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. 9 და 10 ოქტომბერს ბილეთების შეძენისას, საქართველოს ბანკის მომხმარებლები საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას მიიღებენ 40%-იან ქეშბექს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.