საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებული ინვესტორებისთვის საინტერესო გამოწვევა იწყება – გალტ & თაგარტის სავაჭრო პლატფორმაზე – GTtrader.ge სტარტს იღებს თრეიდინგის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეალურ ბაზრებზე საკუთარი სტრატეგიები და ბაზრის შესახებ ცოდნა გამოსცადონ.

ჩემპიონატი 20 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მსურველებს კი შესაძლებლობა აქვთ მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით  ჩაერთონ ჩემპიონატში და დაამტკიცონ, რომ საუკეთესო თრეიდერები არიან.

მთავარი მიზანი მარტივია – მიაღწიო ყველაზე მაღალ პროცენტულ მოგებას და მოიპოვო გამარჯვება.

საპრიზო ფონდი $20,000-ია, რომელიც შემდეგნაირად განაწილდება:

  • I ადგილი – $10,000
  • II ადგილი – $5,000
  • III ადგილი – $3,000

გარდა ამისა, დასაჩუქრდება ორი ყველაზე აქტიური თრეიდერი – თითოეული $1,000-ს მიიღებს.

GTtrader.ge-ზე განთავსებული ლიდერბორდი რეალურ დროში განახლდება, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს და სხვა თრეიდერების შედეგებს შეადარონ.

„თრეიდინგის ჩემპიონატი არ არის მხოლოდ შეჯიბრი — ეს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების გზაა. მონაწილეები უკეთ გაეცნობიან ბაზრის დინამიკას, შეიმუშავებენ სტრატეგიებს და რეალურ გარემოში გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს”, - ამბობენ გალტ & თაგარტში.

თუ ფინანსური ბაზრები შენი ინტერესის სფეროა და გსურს, საკუთარი უნარები გამოცადო, ეს ჩემპიონატი შენთვისაა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: GTtrader.ge