ნავთობის ფასმა ორშაბათს დღისით ზრდა განაგრძო. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0.94 დოლარით (1.5%-ით) გაიზარდა და ბარელზე 63.67 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 1.03 დოლარით (1.75%-ით) გაიზარდა და ბარელზე 59.93 დოლარი შეადგინა.