ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშობლებს ახალდაბადებულ პირველ ბავშვზე ერთჯერადად 1000 ლარი, მეორე შვილზე 2000 ლარი, მესამე შვილზე 3000 ლარი, მეოთხეზე - 4000 ლარი და მეხუთე შვილზე - 5000 ლარი ჩაერიცხებათ.
ამის შეასხებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მუნიციპალიტეტში ახალშობილის ოჯახი ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის, შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. 2025 წელს 11 პროგრამაში ცვლილება განხორციელდა.
ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, ახალშობილის ოჯახი 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს.
ასევე, ყველა ოჯახს (მშობლები აუცილებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებულები, არანაკლებ 6 თვისა) ახალდაბადებულ ბავშვზე ერთჯერადად პირველ შვილზე 1000 ლარი, მეორე შვილზე 2000 ლარი, მესამე შვილზე 3000 ლარი, მეოთხე შვილზე 4000 ლარი, მეხუთე შვილზე 5000 ლარი და ა.შ ჩაერიცხებათ.
ტყუპების შეძენის შემთხვევაში მშობლებს პირველ შვილზე 1000 ათასი, მეორე შვილზე 2000 ათასი ლარი ჩაერიცხებათ და ა.შ.
აღნიშნული პროგრამით ის ოჯახებიც ისარგებლებენ, რომელთა ახალშობილიც 2024 წლის დეკემბერში დაიბადა", - წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.