2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით:

  • რეალური ეკონომიკური ზრდა 6,0%;
  • მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%;
  • საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,0%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს;
  • ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს;
  • ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს; 
  • ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 500 მილიონი ლარი; 
  • ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9%

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, შეადგენს 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს.

ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით.