ბიტკოინის ქსელში, Ordinals პროექტის ფარგლებში NFT-ების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ამას Forklog-ი წერს.

ასეთი NFT-ების მთლიანი რაოდენობის 80%-ზე მეტი BRC-20 სტანდარტულ ტოკენებთან ასოცირდება.

ექსპერტებმა 7 მაისს დააფიქსირეს მოჭრილი NFT-ების ყველაზე მეტი ყოველდღიური რაოდენობა - 400 000-ზე მეტი.

პროექტის პოპულარობის გამო, მაისში ქსელმა გადატვირთულობა განიცადა. რამაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადასახადების რეკორდული მატება განაპირობა.

მაინერების მოგების წილმა, რომელსაც ისინი საკომისიოებიდან იღებენ, მიმდინარე თვეში 14.3%-ს მიაღწია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2021 წლის მაისის შემდეგ.