ბიტკოინის გაცვლითმა კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტის ფასი ამ დროისთვის 117 000 დოლარს აჭარბებს.
ბიტკოინს მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. Trump Media & Technology Group, რომელიც ფლობს Truth Social-ს, გეგმავს კრიპტოვალუტის ETF-ის გაშვებას, რომელიც ბიტკოინში ინვესტირებას განახორციელებს.