"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. სია Bloomberg-მა დღეს (28 აპრილს) გამოაქვეყნა. 

პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარაა. აპრილის დასაწყისში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ქონება 6.8 მლრდ აშშ დოლარი იყო და მსოფლიოს მილიარდერს შორის 418-ე ადგილს იკავებდა. უცნობია რატომ აღარ არის ბიზნესმენი მილიარდერთა სიაში.