ბაზისბანკი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ბაზისბანკის ახალ მობილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა.

ახალ მობაილბანკში უკვე შესაძლებელია:

  • მარტივი სამომხმარებლო სესხის აღება ონლაინ, 2 წუთში
  • უზრუნველყოფილი სესხების ონლაინ მოთხოვნა
  • ბბ დაზღვევით სარგებლობისთვის ონლაინ განაცხადის გაგზავნა ბანკში
  • 24/7 თანხის სხვა ბანკში გადარიცხვა ან მიღება მობილურის ნომრით
  • 24/7 თანხის გადარიცხვა ანგარიშის ნომრით თიბისი ბანკში
  • ვადიანი ანაბრის გახსნა ონლაინ, მობილბანკით

“ჩვენი მომხმარებლების სურვილების და მოლოდინების გათვალისწინებით შექმნილ ახალ მობაილბანკში მნიშვნელოვნად გავამარტივეთ პროცესები და გავაუმჯობესეთ მომხმარებლის ციფრული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური ბანკინგის განვითარება მუდმივი პროცესი და ბაზისბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რათა კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს ახალი პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობისთვის.“ - ბაზისბანკის მობილ და ინტერნეტ ბანკის პროდუქტის მფლობელი, ხატია შავერდაშვილი.

თუ ჯერ არ გაქვთ ახალი მობილბანკი, დარეგისტრირდით მარტივად ან განაახლეთ ვერსია:

Apple Store-დან

Google Play-დან

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ *9292 ან მოგვწერეთ