„ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები, ვინც უნდა იყიდონ ბანკის აქციები, ანუ ფული დააბანდონ ბანკში, ორჭოფობენ, ბევრ კითხვას სვამენ, არ უყურებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ნდობით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Tbilisi Consulting Group-ის დამფუძნებელი დავით მაისურაძე წერს და ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასების ვარდნას ეხმაურება.

„რას ნიშნავს ბანკის აქციებზე ფასის ვარდნა? ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები ვინც უნდა იყიდონ ბანკის აქციები, ანუ ფული დააბანდონ ბანკში ორჭოფობენ, ბევრ კითხვას სვამენ, არ უყურებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ნდობით და ა.შ. პლუს საქართველოში არ გვაქვს სასამართლო სისტემა, ვიღაცამ ფული რომ ჩადოს, ამ ფულის დაცვის რაიმე გარანტია ხომ არ უნდა არსებობდეს? რადგან არ ყიდულობს ერთი მხარეს აქციას, ეს ნიშნავს, რომ ის ინვესტორები ვისაც აქვთ ეს აქცია, იგივე დასახელებული მიზეზების გამო, ცდილობენ მოიშორონ, გაასხვისონ, მაგრამ მყიდველი არ ჰყავთ, რადგან გაყიდვის მსურველი უფრო მეტია და მყიდველი ნაკლები და აქციაზე ფასი ვარდება“, - წერს დავით მაისურაძე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის ფონზე უფასურდება ლარი და ეს პროცესები ყველაზე მეტად მათ დაარტყამს, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს.

„ამ ყველაფრის ფონზე უფასურდება ლარი. რადგან ჩვენთან ყველაფერი შემოდის იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ იმპორტიორი პროდუქციას ყიდულობს დოლარში და იძულებულია აქ გაყიდოს მაღალ ფასად, რადგან მოგება მიიღოს.

ეს ყველაფერი ვის დაარტყამს? ვისაც სოციალური პრობლემები აქვს იმას. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს, ვინც დამოკიდებულია სახელმწიფოსგან დახმარების მიღებაზე. ჩვენი კორუმპირებულებისთვის ეს არ არის პრობლემა, რადგან მათ მილიონები აქვთ ნაშოვნი, და ჩვენ მოგვშივდება თუ მოგვწყურდება ფეხებზე ჰკიდიათ.

ზოგიერთი ჩემი მეგობრის გამკვირვებია რომ იძახიან თურქმენეთ და ბელორუსი გავხდითო. ბელარუსში არის ქარხნები, რომელიც რეალურად მუშაობს. თურქმენეთი გაზის რეზერვებით არის მსოფლიოში მეოთხე სახელმწიფო. რა ბელორუსი და თურქმენეთი??? შევარდნაძის დროს რომ უღარიბესი ქვეყანა ვიყავით, იგივე სტანდარტს დავუბრუნდებით. ჩვენ რაც გვამაგრებდა იყო სურვილი რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი, გავხდით კანდიდატი ქვეყანა და მაგის ფონზე იყო რაც რამე შემოდიოდა. ახლა რუსული კანონია სახეზე. ანუ სანქციებამდე არც მისულა საქმე, უბრალოდ რუსულ კანონზე არის ინვესტორების რეაგირება.

შეიძლება კიდევ უფრო უარესად განვითარდეს მოვლენები. მაგალითად, გაკოტრებული ფინანსური ინსტიტუტები და დიდი კომპანიები იყიდონ რუსულმა კომპანიებმა და როგორც სომხეთში მთელი ეკონომიკა რუსებისაა, აქაც იგივე მოხდეს“, - წერს დავით მაისურაძე.