Bank of America ევროპის საინვესტიციო დონის ობლიგაციების ბაზარზე შევიდა, რათა 1 მილიარდი ევროს ხუთწლიანი ობლიგაციები განახლებადი ენერგიის პროექტების დასაფინანსებლად გაეყიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ს უმსხვილესმა ბანკებმა გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნებით, ნოემბრის შემდეგ, დადეს.
Breckinridge Capital Advisors-ის კვლევის თანათავმჯდომარე ნიკოლას ელფნერის თქმით, აშშ-ში ბოლოდროინდელი ESG მიმოხილვის გათვალისწინებით, ბანკები შესაძლოა უფრო აქტიურები გახდნენ სხვა ვალუტაში დენომინირებული გარემოსდაცვითი ობლიგაციების ბაზრებზე.
ბანკებმა გასული წლის განმავლობაში 8,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) ობლიგაციები გაყიდეს.