ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოში ინფლაცია თითქმის ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ნათია თურნავამ სსფ-ს წევრებს სებ-ის მაკროეკონომიკური პროგნოზები გააცნო და ასევე ფინანსური სტაბილურობის შესახებ ისაუბრა. მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს. ამ დრომდე სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.
ამ დრომდე სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია - სებ
ლავროვმა ოკუპ. რეგიონების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსგან თავდაუსხმელობის საკითხი განიხილა
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების გზამკვლევს ამზადებს, სიაში საქართველო არ არის - Politico
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება - ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს - ირაკლი კობახიძე
მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ისე სახელმწიფო მდივანს, აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე