ფინანსური დანაზოგი ნებისმიერი ადამიანის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. თუმცა, საქართველოში ეს საკითხი საკმაოდ არაერთგვაროვანია – მოქალაქეების ნაწილი ფულს აგროვებს, ზოგს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს.

"ევრონიუს ჯორჯიამ" გამოკითხა მოქალქეები იმის დასადგენად, აქვთ თუ არა მათ ფინანსური დანაზოგი.

მოსახლეობის პასუხი კითხვაზე, ახერხებთ თუ არა დანაზოგის გაკეთებას, ასეთია:

"ხელფასი მთლიანად ყოველდღიურ ხარჯებში მიდის."

"ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, ჩემი დანაზოგების განაღდება და გამოტანა მომიწია. თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. არ ვიცი, დღეს ხვალ, რა იქნება. " 

"ამ ეტაპზე დანაზოგი არ მაქვს".

"არ მაქვს დანაზოგი, თუმცა, ეს აუცილებელია. ყველას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა."

"შემოსავლის ნახევარზე მეტს ვინახავ".

"არც პენსიებია ნორმალური, არც ხელფასები. სამსახურები არ არის."

"ვერ ვინახავ დანაზოგს. შემოსავალი შენახვამდე ვერ მიმყვება".

"ვერ ვზოგავ, რა თქმა უნდა."

"ყოველთვიურად ყველაფერი ძვირდება და რომელ დანაზოგზე ვლაპარაკობთ?"

"ვცდილობ ლიმიტები წინასწარ განვსაზღვრო თითოი კვირაში რა უნდა დავხარჯო, რომ მცირე დანაზოგიც მქონდეს, თუმცა, ეს არის ძალიან მცირე თანხა."

"თითქმის სულ მაქვს რაღაც თანხა გადანახული. დაიხარჯება შევავსებ და ასე. საშუალო მოცულობის თანხაა, ვერ ვიტყვი რომ დიდი თანხაა."

"ქართული ოცნების" ხელში რა დანაზოგი უნდა გვქონდეს? - არანაირი."

"სად არის დაზოგვის შესაძლებლობა? დაზოგვა კი არა ნეტა ყოველდღიურ ხარჯს გავწვდეთ..."