2023 წლის 5 თვეში მთავრობამ თითქმის 7 მლრდ ლარის გადასახადი აკრიფა, რაც 6 თვის გეგმის დაახლოებით 90%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
უფრო დეტალურად, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:
• დამატებული ღირებულების გადასახადი - 2.65 მლრდ ლარი;
• საშემოსავლო გადასახადი - 2.33 მლრდ ლარი;
• აქციზი - 769 მლნ ლარი;
• მოგების გადასახადი - 918 მლნ ლარი;
• იმპორტის გადასახადი - 58 მლნ ლარი;
რაც შეეხება მიმდინარე წელს სრულად, მთავრობა 2023 წელს 16.3 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს.