საქართველოში მოქმედი ბანკების წმინდა მოგებამ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან 15-მა საანგარიშო პერიოდი მოგებით დაასრულა, ოთხი ბანკი კი ზარალზეა.
ყველაზე მაღალი მოგება „საქართველოს ბანკს“ აქვს — 1.44 მილიარდი ლარი, მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 1.06 მილიარდი ლარის მოგებით. რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან „პეისერა ბანკი“, „ჰეშბანკი“, „სილქ ბანკი“ და „ვითიბი ბანკი საქართველო“.
-
-
საქართველოს ბანკი — 1 445 მლნ ლარი
-
თიბისი ბანკი — 1 063 მლნ ლარი
-
ბაზისბანკი — 110 მლნ ლარი
-
ლიბერთი ბანკი — 92 მლნ ლარი
-
კრედო ბანკი — 67 მლნ ლარი
-
ქართუ ბანკი — 29.7 მლნ ლარი
-
პროკრედიტ ბანკი — 28.9 მლნ ლარი
-
ტერაბანკი — 24.4 მლნ ლარი
-
ხალიკ ბანკი — 18.5 მლნ ლარი
-
იშ ბანკი — 11.7 მლნ ლარი
-
მიკრობანკი კრისტალი — 10.7 მლნ ლარი
-
პეივბანკი — 10.5 მლნ ლარი
-
ზირაათ ბანკი — 7.4 მლნ ლარი
-
პაშაბანკი — 6.5 მლნ ლარი
-
მიკრობანკი ემბისი — 3 მლნ ლარი
-
პეისერა — -1.8 მლნ ლარი.
-
ვი-თი-ბი ბანკი — -7.9 მლნ ლარი.
-
ჰეშბანკი — -8.8 მლნ ლარი.
-
სილქ ბანკი — -19.9 მლნ ლარი.
-