საქართველოში 360 000 პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს, საპენსიო სესხი აქვს აღებული.
როგორც „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებშია ასახული, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანმა მოცულობამ 402 მილიონ ლარს მიაღწია (მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს).
ფინანსური ანგარიშების მიხედვით, ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1118 ლარია.
მეორე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.7%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, 2022 წლის მაისში „ლიბერთი ბანკმა“ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს მიიღებს.