2023 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 252.8 მლნ ლარი შეადგინა, ეს წინა თვესთან შედარებით 15.2 მლნ ლარით მეტია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან კი 98.6 მლნ ლარით. 2023 წლის 6 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯამში 1.258 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
2023 წლიდან ბანკების მიერ მიღებული მოგება 20%-ით იბეგრება, აქამდე ეს განაკვეთი 15% იყო. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, ბანკების მაღალი მოგების გამო მიიღო და მის ნიადაგზე დამატებითი შემოსავლების მიღებას 2024 წლიდან ვარაუდობს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ივნისის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 38.6 მლნ ლარია, 2023 წლის I ნახევრის კი ჯამში 215 მლნ ლარი.
1-ელი ივლისის მდგომარეობით (H1/2023) 15-იდან 12 ბანკი მოგებაზეა, ხოლო უმსხვილესი ექვსი ბანკის ჯამური წილი მომგებიან ბანკებში 94%-ია.
H1/2023 |
H1/2022 |
|
საქართველოს ბანკი |
621,3 მლნ ₾ |
368,7 მლნ ₾ |
თიბისი |
460,8 მლნ ₾ |
430,6 მლნ ₾ |
ლიბერთი |
34,1 მლნ ₾ |
20,6 მლნ ₾ |
კრედო |
23,9 მლნ ₾ |
12,8 მლნ ₾ |
ბაზისბანკი |
23,6 მლნ ₾ |
31,7 მლნ ₾ |
პროკრედიტ ბანკი |
23,4 მლნ ₾ |
22,4 მლნ ₾ |