2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 14.9 პროცენტით გაიზარდა და 1 531 ლარი შეადგინა.

2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.3 პროცენტით ნაკლები იყო. 

საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა
შემდეგ დარგებში:

• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501
ლარი;
• მშენებლობა - 2 328 ლარი;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი;
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი.

2025 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში
ჩამორჩება. 

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს