მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს დაუყოვნებლივ გადასახდელი აქვს 1 756.5 მლნ დოლარი (აქედან 1.565.9 მლნ დოლარი ძირითადი თანხაა, ხოლო 190.6 მლნ დოლარი პროცენტია).
მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) ჯამში $1,121 მლრდ–ის საგარეო ვალია დასაფარი, აქედან $911,1 მლნ ძირითადი თანხაა, ხოლო $209,9 მლნ – პროცენტი. წლის ბოლომდე, მე-3 და მე-4 კვარტალში კი საქართველოს ჯამში 2 080 მლნ დოლარის საგარეო ვალის გადახდა უწევს. საიდანაც უმეტესი ნაწილი ბანკების და კერძო სექტორის საგარეო ვალია.
2023 წლის მეორე ნახევარში, სამთავრობო სექტორს 300 მლნ დოლარზე მეტი აქვს გასასტუმრებელი, ეროვნულ ბანკს 37.2 მლნ დოლარი, ბანკებს 900 მლნ დოლარამდე, ხოლო სხვა სექტორებს 550 მლნ დოლარზე მეტი. რაც შეეხება კომპანიათაშორის სესხებს ის 242.6 მლნ დოლარია.