საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2.85 მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 321 მილიონი ლარით მეტია.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 11 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი", "პეისერა" და "პეივბანკი".
ქართული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები 2024 წლის 11 თვეში:
# | ბანკი | მოგება/ზარალი 2024 წლის 11 თვეში |
1 | საქართველოს ბანკი | 1,399 მილიონი ლარი; |
2 | თი–ბი–სი ბანკი | 1,079 მილიონი ლარი; |
3 | ლიბერთი ბანკი | 102 მილიონი ლარი; |
4 | ბაზისბანკი | 72 მილიონი ლარი; |
5 | კრედო ბანკი | 58 მილიონი ლარი; |
6 | ქართუ ბანკი | 42 მილიონი ლარი; |
7 | პროკრედიტ ბანკი | 30 მილიონი ლარი; |
8 | ტერა ბანკი | 29 მილიონი ლარი; |
9 | ხალიკ ბანკი | 18 მილიონი ლარი; |
10 | იშ ბანკ | 13 მილიონი ლარი; |
11 | ვი–თი–ბი ბანკი | 11 მილიონი ლარი; |
12 | პაშაბანკი | 8 მილიონი ლარი; |
13 | ზირაათ ბანკი | 5 მილიონი ლარი; |
14 | პეივბანკი | -1 მილიონი ლარი; |
15 | პეისერა | -1 მილიონი ლარი; |
16 | ჰეშბანკი | -4 მილიონი ლარი; |
17 | სილქ ბანკი | -11 მილიონი ლარი. |