22 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5376 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.10 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7462 ლარი გახდა.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.58%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5417 იყო.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.22%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 19.4693-ის ნიშნულზე იყო.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.14%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 385.8700-ის ნიშნულზე იყო.