1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.27 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4940 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.08 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7449 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.06%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.4925 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.09%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.8735-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.22%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 387.0000-ის ნიშნულზე იყო.