საქსტატის 2024 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ათეულის სათავეში ყირგიზეთია, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 360.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
მომდევნო ადგილზეა ყაზახეთი - 274.8 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტით და მესამეზე - რუსეთი 273.1 მლნ. აშშ დოლარით.
10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
- ყირგიზეთი - $360.2 მლნ
- ყაზახეთი - $274.8 მლნ
- რუსეთი - $273.1 მლნ
- აზერბაიჯანი - $253,6 მლნ
- სომხეთი - $225 მლნ
- თურქეთი - $176,2 მლნ
- ჩინეთი - $113,7 მლნ
- უკრაინა - $48,1 მლნ
- უზბეკეთი $43,7 მლნ
- შვეიცარია $43,2 მლნ
საერთო ჯამში, საქართველომ 2024 წლის I კვარტალში $2, 274 მლრდ-ის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით ნაკლებია.