საქართველოში ნუშის იმპორტი სტაბილურად იზრდება. Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, იმპორტირებული ნუშის უმეტესობა ნაჭუჭგაცლილია.

საქართველოს ნუშის იმპორტის 83.2%-ს აშშ-დან შემოდის, რაც შეეხება ფასებს, საიმპორტო ფასები იკლებს, რაც მიუყვება საერთაშორისო ტრენდებს. 

ნუშის ექსპორტის მატება მიუყვება იმპორტის მატებას, რადგან ექსპორტის 90%-ზე მეტი რე-ექსპორტია, საიდანაც ძირითადი ნაწილი ყაზახეთში გადის. საქართველოს ნუშის ექსპორტის 83.2% ყაზახეთში, სომხეთში და უზბეკეთში გააქვს.

„საქართველოში ნუშის ახალი ბაღების გაშენება კლებულობს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ნერგების 96.2% გაშენებულია ქართლსა და კახეთში. მოსავლიანობა საშუალოდ 0.5-5 ტონამდეა და სრული მსხმოიარობის პერიოდი ტრადიციული ბაღისთვის- 8 წელია, ინტენსიურისთვის- 7 წელი, სუპერ- ინტენსიურისთვის- 6 წელი“, - ნათქვამია მიმოხილვაში.