"პირველი მარტიდან იმ უცხოელმა, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა." - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში. 


დარახველიძემ ასევე განმარტა თუ რა პრინციპით მოხდება უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის გაცემა.

"ამ ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კრიტიკული აუცილებლობა არსებობს, ასე ვთქვათ, კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების. იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა ჭარბია, მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს ამ ადამიანების (უცხოელების) დასაქმება." - თქვა მან.


ცნობისთვის, ოცნების დადგენილებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ.