თურქეთი გეგმავს გააგრძელოს ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ამისთვის ის მომდევნო 10 წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს განახლებად ენერგიაში. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, თურქეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელის, მეჰმედ შიმშეკის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
„ეს ეხება ბირთვულ ენერგიასაც, ვინაიდან ატომური ელექტროსადგურები აღიარებულია სუფთა ენერგიის წყაროდ. ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვებით, ჩვენი დამოკიდებულება უცხოურ რესურსებზე კიდევ უფრო შემცირდება,“ - განაცხადა მან.