ქართული ღვინისთვის რუსეთი ერთ-ერთ იაფიან ბაზრად რჩება და თუკი დანარჩენ მსოფლიოში ერთი ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.3 დოლარს შეადგენს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 18%-ით ნაკლები - 2.7 დოლარია. 2024 წლის მონაცემებით, ჯამურად ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა, -  ინფორმაცია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი [IDFI]-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართული ღვინის დამოკიდებულებაც რუსეთის ბაზარზე. კერძოდ თუკი მაგალითად, 2016 წელს რუსეთში რეალიზებული ღვინის ღირებულება 55.8 მლნ დოლარი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 182.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ქართული ღვინისთვის რუსეთი ერთ-ერთ იაფიან ბაზრად რჩება და თუკი დანარჩენ მსოფლიოში ერთი ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.3 დოლარს შეადგენს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 18%-ით ნაკლები - 2.7 დოლარია. შარშან ჯამურად ღვინის ექსპორტის 66% რუსეთზე მოდიოდა.