სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ წლის ბოლოს ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები გადაიხედება.

"მარეგულირებელ კომისიას წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფები, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში იმოქმედებს. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას, ვინაიდან მათი მოქმედების ვადა სწორედ დეკემბრის ბოლოს იწურება", - აცხადებს ნარმანია.

აღსანიშნავია, რომ როგორც გაზის, ისევე წყლის ტარიფის გადახედვა დეკემბრის ბოლოს გეგმიურად მოხდება. კომისიის მოქმედი მეთოდოლოგიით, სატარიფო რეგულირების პერიოდი 3-წლიან ციკლებს მოიცავს, რის შემდეგაც ხდება ტარიფების ხელახალი გადახედვა და ახალი პერიოდისთვის დადგენა.

ვრცლად: bm.ge