მიმდინარე წელს საქართველოში  3 666 510 აშშ დოლარის ღირებულების  6 414 ტონა ფორთოხალი შემოვიდა. ფორთოხლის ძირითადი ნაწილის შემოტანა თურქეთიდან ($1.8 მლნ - 3 255 ტონა) და ირანიდან ($1.5 მლნ - 2 729 ტონა) განხორციელდა.

რაც შეეხება ექსპორტს 2024 წლის  4 თვეში საქართველოდან 852 400 აშშ დოლარის ფორთოხლის ექსპორტი განხორციელდა. რამაც 1 370 ტონა შეადგინა. ექსპორტირებული ფორთოხლის 91% სომხეთში გავიდა.