ზანგეზურის დერეფნის სრულად ამოქმედების შემთხვევაში რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, ასევე ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მონაკვეთს, რას შეიძლება ნიშნავდეს გალის რაიონში, მდინარე ენგურთან ახლოს ტერმინალის აშენება – „ინტერპრესნიუსი“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, პაატა ცაგარეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო პაატა, მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის დერეფანთან, ანუ როგორც მას ახლა „ტრამპის გზას“ უწოდებენ, არ ცხრება კამათი, რომელშიც ჩართული არიან პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და სატრანსპორტო დარგის ექსპერტები, ზოგი თვლის, რომ ზანგეზურის კორიდორი საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ მხოლოდ შემავსებელი იქნება, მაგრამ საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ „ტრამპის გზა“ მწვავე კონკურენციას გაუწევს საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“.
ზანგეზურის დერეფნის სრულად ამოქმედებას სამი წელი მაინც დასჭირდება, მაგრამ, რადგან თემა აქტუალურია, ღირს მასზე მსჯელობა. კარგი იქნება, თუ ჩვენი მკითხველებისთვის ამ საკითხში მეტ სიცხადის შეტანაში დაგვეხმარებით.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ტრანზიტის ტვირთნაკადებს დააკარგვინებს?
- ნებისმიერი პოლიტიკოსის, პოლიტოლოგის ან ექსპერტის საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დაქვეითებაზე ან გაზრდაზე გამოთქმული მოსაზრება, ტვირთნაკადების მოძრაობის სათანადო კვლევის გარეშე, მხოლოდ მოსაზრებად უნდა იქნეს მიჩნეული და არა რაიმე მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად.
რა მოიაზრება ტვირთნაკადის მოძრაობის კვლევაში?
პირველ რიგში – საქართველოს სხვადასხვა სატრანსპორტო დარგების ჩართულობით კომპლექსური კვლევა. შესწავლილი უნდა იქნეს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში, საიდანაც ტვირთების წარმოშობა და შთანთქმაა ნავარაუდევი, მათი სავარაუდო მოცულობები, უსაფრთხოებისა და სატარიფო პოლიტიკის ასპექტები.
ამ პარამეტრების საფუძველზე უნდა შეფასდეს, თუ რომელ დერეფანს აირჩევს კონკრეტული ტვირთმფლობელი – „შუა დერეფანს“ თუ ალტერნატიულს, ზანგეზურის მიმართულებას.
კვლევამ უნდა მოიცვას 50 ათასი ტონა და მეტი დიაპაზონის არსებული ტვირთები, რომლებიც ამჟამად შუა დერეფნით მოძრაობენ. შესწავლილი უნდა იყოს, ახალ რეალობაში აღნიშნული ტვირთები მიმართულებას შეიცვლიან თუ ძველი დერეფნის ჩარჩოებში დარჩებიან.
კვლევის საბოლოო მიზანი იმ ტვირთების ნომენკლატურისა და მოცულობის დადგენაა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ახალ დერეფანს აირჩევენ და საქართველოზე გამავალ დერეფანს დატოვებენ.
კვლევა აუცილებლად უნდა დაეყრდნოს საქართველოს რკინიგზიდან, ნავსადგურებიდან და შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ საბაზისო ინფორმაციას.
სრულყოფილი კვლევის ჩასატარებლად აუცილებელი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა – უფრო მეტიც, ამ ტიპის კვლევის მისი პატრონაჟით განხორციელება.
მაგრამ მე არ მინდა თქვენს შეკითხვას გავექცე და იმისათვის, რომ მეტი კონკრეტიკა შევიტანო, შუა დერეფნით რამდენიმე ტვირთნაკადის მოძრაობას შევეხები.
კვლევის საბოლოო მიზანი იმ ტვირთების ნომენკლატურისა და მოცულობის დადგენაა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ახალ დერეფანს აირჩევენ და საქართველოზე გამავალ დერეფანს დატოვებენ
სომხეთის ნავთობპროდუქტების ყოველწლიური მოხმარება 0.5–0.6 მლნ ტონას შეადგენს. ამ ტვირთის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან, საქართველოს ნავსადგურების გავლით და რკინიგზის გამოყენებით სომხეთში გადაიზიდება.
ფაქტობრივად, საქართველო წარმოადგენს სომხეთისთვის ნავთობის მიწოდების ძირითად არტერიას.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაასრულა საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გადაიარაღება და სრულად ევრო 5 ტიპის ნავთობპროდუქტების გამოშვებაზეა ორიენტირებული, რითაც მისმა პროდუქციამ შეიძინა დამატებითი მიმზიდველობა მსოფლიო ბაზრებზე, ლოგიკურად ისმის კითხვა: ზანგეზურის ან სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნების დებლოკირების შედეგად ხომ არ განხორციელდება აზერბაიჯანის მიერ სომხეთისათვის, საქართველოს გვერდის ავლით, ნავთობის პირდაპირი მიწოდება? პასუხი ნათელია – დიდი ალბათობით, კი.
სრულყოფილი კვლევის ჩასატარებლად აუცილებელი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა – უფრო მეტიც, ამ ტიპის კვლევის მისი პატრონაჟით განხორციელება
ანდაც თურქმენული ნავთობპროდუქტები (A-92), რომლებიც აზერბაიჯანული ფაქტორის გათვალისწინებით აქამდე ერთი შეხედვით უჩვეულო და გრძელი მარშრუტით გადაიზიდებოდა – კერძოდ, კასპიის ზღვისა და ვოლგა–დონის არხის შემოვლით, თურქმენული ნავთობი საქართველოს ნავსადგურებში მიდიოდა და შემდგომ რკინიგზით სომხეთში – ფაქტობრივად, ასეთი „შემოვლითი“ გადაზიდვა დაკარგავს თავის აქტუალობას და 0.1–0.2 მლნ ტონა თურქმენული ნავთობნაკადი საქართველოს დერეფნის ნაცვლად აზერბაიჯანის გავლით ზანგეზურის დერეფნით იმოძრავებს.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაასრულა საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გადაიარაღება და სრულად ევრო 5 ტიპის ნავთობპროდუქტების გამოშვებაზეა ორიენტირებული, რითაც მისმა პროდუქციამ შეიძინა დამატებითი მიმზიდველობა მსოფლიო ბაზრებზე, ლოგიკურად ისმის კითხვა: ზანგეზურის ან სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნების დებლოკირების შედეგად ხომ არ განხორციელდება აზერბაიჯანის მიერ სომხეთისათვის, საქართველოს გვერდის ავლით, ნავთობის პირდაპირი მიწოდება? პასუხი ნათელია – დიდი ალბათობით, კი
ცალკე გამოსაყოფია საქართველოს საავტომობილო გზებით სომხეთის ხორბლით მომარაგება – წლიურად 0.3–0.4 მლნ ტონა, რომელიც სადღეისოდ რუსეთიდან, ზემო ლარსის გავლით, საქართველოს საავტომობილო გზებით, ლოგისტიკურად ძვირად ღირებული საავტომობილო ტრანსპორტით სომხეთს მიეწოდება.
სარკინიგზო მიმართულების გახსნის შემთხვევაში მარტივად შესაძლებელია, საქართველოს გავლით საავტომობილო გადაზიდვა სარკინიგზომ ჩაანაცლოს და რუსეთისა და ყაზახეთის ხორბალი სომხეთის მიმართულებით პირდაპირ, ზანგეზურის დერეფნით გადაიზიდოს.
თურქმენული ნავთობი საქართველოს ნავსადგურებში მიდიოდა და შემდგომ რკინიგზით სომხეთში – ფაქტობრივად, ასეთი „შემოვლითი“ გადაზიდვა დაკარგავს თავის აქტუალობას და 0.1–0.2 მლნ ტონა თურქმენული ნავთობნაკადი საქართველოს დერეფნის ნაცვლად აზერბაიჯანის გავლით ზანგეზურის დერეფნით იმოძრავებს.
ვრცლად: www.interpressnews.ge