რუსული მედია წერს ქვეყნის ეკონომიკის რეალურ სექტორში არსებული რთული ვითარების შესახებ.
რუსეთის რეალური ეკონომიკა, ციკლური ვარდნისა და სტრუქტურული სტაგნაციის პროცესშია. წარმოების შემცირება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მუშახელის დეფიციტი და ინვესტიციების ვარდნა, ზღუდავს ბიზნეს აქტივობას.
რეგიონების განვითარებაში მნიშვნელოვანი დისბალანსი შეინიშნება - ე.წ. ეკონომიკური დივერგენცია.
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (DIC) და მასთან დაკავშირებული მექანიკური ინჟინერია შესაძლებლობების ზღვარზე ფუნქციონირებს, მაშინ როდესაც ნედლეულის, ხე-ტყის გადამუშავების, მეტალურგიის, მშენებლობის და სამოქალაქო ინდუსტრიის სხვა სექტორები, ნულოვან ზრდას აჩვენებენ და რეცესიაში შევიდნენ, თავისუფალი სიმძლავრეებისა და მოთხოვნის შემცირების გამო.
შრომის ბაზარზე მიმდინარეობს პერსონალის გადანაწილების მტკივნეული პროცესი - სამოქალაქო სეგმენტებიდან ხდება პერსონალის გადაყვანა თავდაცვის ინდუსტრიაში. სექტორები კვალიფიციური კადრებისთვის სასტიკ კონკურენციაში არიან ჩართულნი.
ძვირადღირებულმა სესხებმა და ბიზნესის დაფინანსებისთვის სახსრების დეფიციტმა, გამოიწვია ძირითად კაპიტალში ინვესტიციების შემცირება. კომერციული სესხები, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მიუწვდომელი გახდა.
ეკონომიკური აქტივობის შენელების გამო, იკლო ოჯახების შემოსავლებმა და შესაბამისად, ქვეყანაში სამომხმარებლო აქტივობა შემცირდა.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა