ჰორმუზის სრუტე, შეიძლება, შეთანხმებიდან 30 დღეში გაიხსნას, – ამის შესახებ „გარდიანი“ იაპონურ გაზეთზე დაყრდნობით წერს. წყაროზე დაყრდნობით გაზეთი იტყობინება, რომ ვაშინგტონი და თეირანი განიხილავენ გეგმას, რომლის მიხედვითაც, კრიტიკული სავაჭრო გზა შეთანხმებიდან 30 დღეში გაიხსნება, ამ პერიოდში კი ირანი სრუტეში განაღმვით სამუშაოებს ჩაატარებს.

ამ გზით სარგებლობას კვლავ შეძლებენ გემები თავისუფლად, ხოლო ირანი საფასურის გადახდას აღარ მოითხოვს.

ამავდროულად, ამერიკული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება და ირანული გაყინული აქტივების გათავისუფლება მოხდება, ხოლო ცეცხლის შეწყვეტა 60 დღით გაგრძელდება, რათა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

1tv.ge