ჩინეთში შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც დაავადების ადრეულ სტადიაზე სისხლის წვეთში კიბოს ბიომარკერების აღმოჩენა შეუძლია.
South China Morning Post-ის ცნობით, ახალი მოწყობილობის მგრძნობელობა დაახლოებით 10 000-ჯერ აღემატება სტანდარტულ აღჭურვილობას.
კვლევა ჩაატარა დასავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ვენ ლიაოიონგმა. სისხლში კიბოს მარკერების აღმოსაჩენი სტანდარტული მოწყობილობა ზომით ორკარიანი მაცივრის მსგავსია. ამის საპირისპიროდ, ახალი მოწყობილობა კომპაქტურია, რომელიც ხელისგულზე ეტევა.
მოსალოდნელია, რომ მისი გამოყენება როგორც საავადმყოფოებში, ასევე სახლში იქნება შესაძლებელი.