ქალაქ შანხაიში იმართება იმპორტის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა მსოფლიოში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთან მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით.
„ზოგადად, ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფართოონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შანხაიში, იმპორტის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე მსოფლიოში, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის - ლაშა ხუციშვილი -
საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ. 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება
ვალი გვეკისრება, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად - ირაკლი კობახიძე
"18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია" - საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ანექსიის მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება“ - ოთხი დასავლური სახელმწიფო მოსკოვს აფრთხილებს
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – საელჩო