სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა, რაც ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიზეზით მოხდა, - აღნიშნულ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე თქმით დიდი ალბათობით, სავალუტო ფონდის პროგრამა საერთოდ გაუქმდება.
„კომრესანტი“ დეპუტატის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდა, რაც ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიზეზით მოხდა. ეს მოსალოდნელიც იყო. დიდი ალბათობით, ეს პროგრამა საერთოდ გაუქმდება, რითაც კიდევ ერთხელ, უკვე საფინანსო-ეკონომიკური კუთხით შეელახება იმიჯი, ჩვენს ისედაც რეპუტაციაშელახულ ქვეყანას“,- წერს რომან გოცირიძე.