ივნისში საქართველოს გზებით 47 000-ზე მეტმა ტრაილერმა ისარგებლა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გასულ თვეში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურის სახით 16 455 960 ლარი შევიდა.

6 თვეში კი, ქვეყანამ სატრანზიტო ტრაილერების გატარებით 86 713 584 ლარის შემოსავალი მიიღო, სულ საქართველოს გზებით 247,753 ტრაილერმა ისარგებლა.

2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა:

იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 ტრაილერი
თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 ტრაილერი
მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 ტრაილერი
აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 ტრაილერი
მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 ტრაილერი
ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 ტრაილერი

bm.ge