აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როდის შეძლებს აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან მალე მოხდება“.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ისა და ისრაელის მიზნები „ოდნავ განსხვავებულია“.
„ვფიქრობ, შეიძლება ისინი ოდნავ განსხვავებული იყოს. ის [ისრაელი] ჩვენგან განსხვავებული ქვეყანაა“, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანს შეთანხმების მიღწევა სურს“.
„ფეიკ ნიუს“ მედია არ აშუქებს, თუ რამდენად კარგად იმუშავა აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც ბოლომდე დამარცხებულია და შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არა ისეთი შეთანხმების, რომელსაც მე მივიღებდი“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.