2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი (1134.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 127.1%-ით (245.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი, 223.57 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე $43.4 მილიონის ოდენობის გზავნილებით იტალიაა, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.
ამ ზრდის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის #1 ადგილზეა რუსული Unistream. სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:
Unistream - 160.6 მილიონი დოლარი;
Zolotaya Korona - 82.4 მილიონი დოლარი;
RIA - 58.7 მილიონი დოლარი;
Western Union - 40.1 მილიონი დოლარი;
Money Gram - 39 მილიონი დოლარი;
Intel Express - 34 მილიონი დოლარი;
Contact - 12.3 მილიონი დოლარი;
Rico Gram - 11.3 მილიონი დოლარი.