2023 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 60 ერთეული საჰაერო ხომალდი (11.1 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა  80.0 პროცენტს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 20.0 პროცენტს - სატვირთო.  ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

სამგზავრო საჰაერო ხომალდების 79.2 პროცენტს 50-ზე ნაკლებ ადგილიანი ჰქონდა, 6.2 პროცენტს -  51-150 ადგილი, ხოლო 14.6 პროცენტი - 151-დან 250 ადგილიანი იყო. 

2023 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს გააჩნდათ 6 ასაფრენი ბილიკი, 56 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.4 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.