2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (521.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (493.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (437.5 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 652.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 377.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 299.7 მლნ. აშშ დოლარი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა