2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 20.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 9.2%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 6.15 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 5.3%-ით გაიზარდა და 14.38 მლრდ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.23 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.