2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. ჯამურმა მაჩვენებელმა 85.8 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით მეტია.
ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა საავტომობილო ტრანსპორტმა - 84.3 მილიონი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.8%-ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 1.0 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.6%-ით მეტია. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადს, 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, რკინიგზა 0.5 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც 98.3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.