იანვარ-აგვისტოში საქართველომ ღვინის ექსპორტით 169.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ 58 697 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიყიდა.

ტრადიციულად ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ამ ქვეყანაზე საქონლის გაყიდვების 66.2% მოდის. საქართველოდან რუსეთში 112 მილიონ 112 ათასი დოლარის ღირებულების 41 357 ტონა ღვინო გავიდა. ექსპორტი ამ პერიოდში წლიურად 24%-ით გაიზარდა.

ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  • რუსეთი - 112.1 მლნ დოლარი, 41 357 ტონა;
  • პოლონეთი - 9.1 მლნ დოლარი, 3 625 ტონა;
  • უკრაინა - 8.8 მლნ დოლარი, 3 159 ტონა;
  • ჩინეთი - 7.7 მლნ დოლარი, 2 176 ტონა;
  • ყაზახეთი - 6 მლნ დოლარი, 1 912 ტონა;
  • ბელარუსი - 5.4 მლნ დოლარი, 1 922 ტონა;
  • აშშ - 3.4 მლნ დოლარი, 540 ტონა;
  • გერმანია - 2.9 მლნ დოლარი, 648 ტონა;
  • ლატვია - 2.5 მლნ დოლარი, 754 ტონა;
  • ლიეტუვა - 1.4 მლნ დოლარი, 439 ტონა.