ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ექსპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 1637.4%-ით გაიზარდა.

როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2019 წელთან შედარებით, ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ექსპორტი 17,4-ჯერაა გაზრდილი.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტზე გავიდა 3 461.98 ტონა მოცვი (ახალი შტოში, მოცვი და Vaccinium გვარის სხვა კენკრა), მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 199,26 ტონა შეადგინა.

გთავაზობთ TOP-3 ექსპორტიორ ქვეყანას ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით:

2019

რუსეთი- 178,86 ტ; არაბთა გაერთიანებული საამიროები- 97,53ტ; სომხეთი- 3,69 ტ.

2020

რუსეთი- 631,82ტ; პოლონეთი- 12,00ტ; სომხეთი- 10,31ტ.

2021

რუსეთი- 178,86ტ; არაბთა გაერთიანებული საამიროები- 13,59ტ; სომხეთი- 3,69ტ.

2022

რუსეთი- 1 276,49ტ; სომხეთი- 45,38ტ;  არაბთა გაერთიანებული საამიროები- 41,35ტ.

2023

რუსეთი- 3 241,17ტ; სომხეთი- 88,27ტ; არაბთა გაერთიანებული საამიროები- 40,45ტ.