საქართველოდან 2022 წელს დაახლოებით 9 მლნ დოლარის ღირებულების, 1 583 ტონა  კენკრა გავიდა ექსპორტზე. ექსპორტზე გასული კენკრის ღირებულება და რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 46%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული კენკრის მთლიანი რაოდენობის თითქმის 86%-ს მოცვის ექსპორტი წარმოადგენს.

„თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციის „კენკროვანი კულტურების სექტორი საქართველოში“ მიხედვით, საქართველოდან კენკროვანი კულტურების ექსპორტი დაახლოებით 10 ქვეყანაში ხდება, თუმცა,  მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია. სწორედ ამ მიმართულებით ხორციელდება ექსპორტის 90%.