2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 109 020 მსხვილფეხა პირუტყვი და 377 201 წვრილფეხა პირუტყვი, ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2024 წლის ანგარიშში.
დოკუმენტის თღანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოდან გაიყვანეს 7422 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა) და 5 798 519 ფრინველი. ექსპორტზე გავიდა 2 833 580 ერთდღიანი წიწილა.
შარშან საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 11 943 300 საინკუბაციო კვერცხი, 2 836 249 კგ ტყავნედლეული, 434 584 კგ მატყლი, 3 263 406 კგ ცხოველის საკვები და საკვებდანამატი, 3 086 886 კგ თევზის ზეთი და 10 814 835 კგ თევზის ფქვილი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ცოცხალ ცხოველებსა და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ტვირთზე საექსპორტოდ გაიცა 11 200 ვეტერინარული სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი გაიცემა ცოცხალი პირუტყვის გარდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა კვერცხი, მატყლი, თევზის ზეთი და სხვა.