სახელწიფო ბიუჯეტით პრივატიზაციის გეგმა ვერ სრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტის 5 თვის ანგარიშით ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-მაისში „არაფინანსური აქტივების კლებით“ ანუ პრივატიზაციით მიღებული შემოსულობები ცენტრალურ ბიუჯეტში 29.9 მლნ ლარი იყო, რაც 6 თვის საპროგნოზო მოცულობის (₾86 მლნ) მხოლოდ 34.8%-ია.

შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან 23.955 მლნ ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის (70 მლნ) 34.2% შეადგინა. მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობები 5.948 მლნ ლარი იყო, რაც 6 თვის საპროგნოზო მოცულობის (16 მლნ) 37.2%-ია.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებიდან კი ირკვევა, რომ 5 თვეში, პრივატიზაციიდან ჯამში 103 832 991 ლარის მობილიზება მოხდა, საიდანაც უდიდესი წილი - 73,9 მლნ ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში შევიდა. ადგილობრივთვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებში შესული ჯამური თანხიდან  56,1 მლნ მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებია.

აღსანიშნია, რომ 2023 წელს პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი.

bm.ge